
რუსული სუ-25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან
25/01/2023 12:50:47 ევროპა
25 იანვარს უკრაინელმა დამცველებმა რუსული მოიერიშე სუ-25, ასევე უპილოტო საფრენი აპარატი „Orlan-10“ ჩამოაგდეს,– იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები.
”2023 წლის 25 იანვარს აღმოსავლეთის მიმართულებით უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა გაანადგურეს რუსული მოიერიშე სუ-25 და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
გენშტაბის ცნობით, 24 იანვარს დონეცკის ოლქში უკრაინის დამცველებმა რუსული სუ-25 და სამი კა-52 გაანადგურეს.