Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სოლედარიდან გასვლა დაადასტურეს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სოლედარიდან გასვლა დაადასტურეს

25/01/2023 13:05:41 ევროპა

უკრაინის თავდაცვის ძალები გავიდა სოლედარიდან, – განაცხადა აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ უკრაინული „სუსპილნისა“ და BBC-სთვის მიცემულ კომენტარში.

„პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად თავდაცვის ძალებმა სოლედარიდან უკან დაიხიეს და წინასწარ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე გამაგრდნენ“,– ციტირებს BBC ჩერევატს.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს.

აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენელმა მიუთითა სოლედარის დამცველების მიერ შესრულებულ მთავარ ამოცანაზე: „მათ არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით და შეეღწია ზურგში“.

მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

„ჩვენ ვერ მიცემთ თავს იმის უფლებასაც, რასაც მტერი აკეთებს – მებრძოლები უბრალოდ გავუშვათ სიკვდილზე. ვცდილობთ მანევრირებას, ცეცხლით დარტყმას, მცირე ჯგუფების ტაქტიკის გამოყენებას, რათა მტერი მაქსიმალურად გამოვფიტოთ“, - განაცხადა ჩერევატიმ.

ბრიტანულმა დაზვერვამ 18 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16 იანვრის დღის ბოლომდე, უკრაინული ჯარები "სავარაუდოდ გამოვიდნენ" დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარიდან, რის გამოც იგი რუსი სამხედროებისა და დაქირავებული ჯარისკაცების კონტროლის ქვეშ დარჩა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S