
სენაკის მერი ნოსირში, საოდიშარიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
25/01/2023 13:29:49 რეგიონები, რეკლამა
სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"პროექტი, რომლის ღირებულება 359 565 ლარს შეადგენს, ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება.
საგზაო ინფრასტურუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, საბა ოდიშარიასთან და თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან ერთად გაეცნო" - ნათქვამია ინფორმაციაში.
,,გავეცანი ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საოდიშარიოს უბანში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, შევხვდი ადგილობრივ მაცხოვრებლებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე, ინტენსიურ რეჟიმში ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.
2023 წელი სენაკში, სიახლეებით, მრავალი სასიკეთო პროექტის განხორციელებით, ახალი შესაძლებლობებით გამორჩეული წელი იქნება" - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.