
მამუკა ხაზარაძის „ლელო“ დღეიდან პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს
31/10/2019 04:59:47 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
დღეიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ პარტიის რიგებში მოქალაქეთა რეგისტრაციას იწყებს. მოძრაობის ინფორმაციით, "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პირადად შეხვდება რეგისტრაციის თითოეულ მსურველს.
მოქალაქეთა რეგისტრაცია „თბილისი ცენტრალში“ 12:00 სთ–ზე დაიწყება.