Accentnews.ge
ზელენსკის მიმართვა ტელევიზიით უჩვენეს რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში

ზელენსკის მიმართვა ტელევიზიით უჩვენეს რუსეთში და ანექსირებულ ყირიმში

25/01/2023 16:51:57 ევროპა

ანექსირებული ყირიმის და რუსული რეგიონების – ბელგოროდის და კრასნოდარის მცხოვრებლებმა მოულოდნელად ტელეეკრანებზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იხილეს. მისმა მიმართვამ შეწყვიტა ერთდროულად რამდენიმე ფედერალური არხის, მათ შორის СТС–ს, ТНТ–ს და ТВ-3–ს მაუწყებლობა, იუწყება The Moscow Times სოციალურ ქსელებში გამოქვეუნებულ ვიდეოებზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, ეს იყო ზელენსკის მიმართვა თანამოქალაქეებისადმი უკრაინულ ენაზე რუსული თარგმანის გარეშე. ზელენსკიმ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე ისაუბრა. მაუწყებლობა 30-40 წამის შემდეგ შეწყდა.

ბელგოროდის რეგიონის ხელისუფლებამ ზელენსკის ტელევიზიით გამოჩენა ჰაკერებით ახსნა. ანექსირებული ყირიმის რუსულმა ხელისუფლება მომხდარში საკაბელო ოპერატორები დაადანაშაულა, რომლებიც არ გადავიდნენ უსაფრთხო პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

ზელენსკი ხშირად წერს მიმართვებს თანამოქალაქეებისადმი და როგორც წესი, საუბრობს არსებულ მდგომარეობაზე, მოლოდინებზე, ამხნევებს მოსახლეობას, აცნობს გადაწყვეტილებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S