Accentnews.ge
სლოვაკეთი უკრაინისთვის საკუთარი გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს

სლოვაკეთი უკრაინისთვის საკუთარი გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს

25/01/2023 19:11:21 ევროპა

სლოვაკეთი უკრაინისთვის საკუთარი მიგ-29–ის გამანადგურებლების გადაცემას განიხილავს. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადმა განაცხადა.

ქვეყანა მათ გასული წლის ოქტომბრიდან აღარ იყენებს.

"თვითმფრინავები ახლა სლოვაკეთის ერთ-ერთ ბაზაზე იმყოფებიან. ჩვენ მზად ვართ გადავიტანოთ ეს თვითმფრინავები უკრაინაში, რათა მან თავი დაიცვას და არ ვაპირებთ მათ სხვისთვის გადაცემას. ახლა ამ თვითმფრინავების გადაცემის საკითხს განიხილავს სლოვაკეთის მთავრობა", - განაცხადა ნადმა.

მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სლოვაკეთის მთავრობა უკრაინის დაინტერესებას გაითვალისწინებს, ისევე როგორც მოკავშირე ქვეყნების პოზიციას:

“ჩვენ ახლა განვიხილავთ ამას, ჩვენ მათი გადაცემა სწორედ უკრაინისთვის გვინდა”, - აღნიშნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S