Accentnews.ge
გენერალმა ზალუჟნიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ აგორებულ სკანდალზე

გენერალმა ზალუჟნიმ კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ირგვლივ აგორებულ სკანდალზე

25/01/2023 20:09:36 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი გამოვიდა მოწოდებით, გულდასმით გადაამოწმონ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიმართ კორუფციის შესახებ ბრალდებები, არ გადაიტანონ ქვეშევრდომების პასუხისმგებლობა ლიდერზე, რადგან ეს ზიანს აყენებს საქმეს და ეწინააღმდეგება ნატოს პრინციპებს.

მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სამხედრო მართვისა და კონტროლის სისტემა ურყევი უნდა იყოს, განსაკუთრებით ომის დროს.

ზალუჟნის თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე გაიზარდა უკრაინის არმიის მოთხოვნილებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამხედროები უზრუნველყოფილნი არიან სათანადო ხარისხის და საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალებით, ფორმებით და საკვებით.

მთავარსარდალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა „ნულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინეს კორუფციის მიმართ“, ამიტომ, ნებისმიერი ინფორმაცია მისი შესაძლო გამოვლინების შესახებ გულდასმით უნდა შემოწმდეს, იურიდიულად შეფასდეს და სათანადო რეაგირება მოხდეს:

„დაქვემდებარებულების პასუხისმგებლობის ან დანაშაულის ლიდერებზე გადატანა არა მხოლოდ ზიანს აყენებს საქმეს, არამედ ეწინააღმდეგება ნატოს მენეჯმენტის პრინციპებს, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ეს ეხება როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე შეიარაღებულ ძალებს“.

იანვარში უკრაინული მედია წერდა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო პერსონალისთვის ორ-სამჯერ უფრო ძვირად ყიდულობს პროდუქტებს, ვიდრე მათი რეალური ფაი იყო. ასევე საუბარი იყო საბრძოლო მასალებისთვის განკუთვნილი თანხის მითვისებაში. თავდაცვამ უარყო ბრალდებები და მასალები უსაფრთხოების სამსახურს გადაუგზავნა.

გამოძიების სახელმწიფო ბიურომ იანვრის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ დაბლოკა სამხედროებისთვის საკვების მოპარვის ფართომასშტაბიანი სქემა, ხოლო ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ მან დაიწყო გამოძიება საკვების შესახებ მანამდე, ვიდრე მის შესახებ მედია დაწერდა.თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი თანამდებობიდან გადადგა ხსენბული სკანდალის ფონზე.24 იანვარს კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს მოსთხოვა შიდა გამოძიების ჩატარება სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის ირგვლივ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S