Accentnews.ge
ზელენსკი: „უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე უნდა გავიდეთ!“

ზელენსკი: „უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე უნდა გავიდეთ!“

25/01/2023 20:25:37 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ დასავლეეთში ტანკების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინა „უნდა გავიდეს“ თვითმფრინავების მიწოდებაზე - ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„ჩვენ ასევე უნდა გავხსნათ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება, მნიშვნელოვანია - ჩვენ უნდა გავაფართოვოთ თანამშრომლობა არტილერიაში, უნდა გავიდეთ უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე. და ეს არის ოცნება. და ეს არის ამოცანა. ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა. რაც უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებენ ჩვენი ფრონტზე მყოფი გმირები მსოფლიოსგან, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და მით უფრო საიმედო იქნება უსაფრთხოების გარანტიები ომის შემდეგ უკრაინისთვის, ჩვენი ყველა პარტნიორისთვის“,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვისას.

ზელენსკის თქმით, ტანკების მიწოდების თაობაზე უკრაინის პარტნიორების გადაწყვეტილების შემდეგ მთავარია სიჩქარე და მოცულობა: "ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე, ტანკების უკრაინაში მიწოდების სიჩქარე. ტანკების მოცულობა":

„უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი სატანკო მუშტი, რომლის დარტყმის შემდეგ ტირანია აღარ აღდგება“.

უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა. როგორც მედია წერს, ევროპელებს სურთ ორი სატანკო ბატალიონის შექმნა, რომლებიც 40–40 „ლეოპარდით“ იქნება დაკომპლაქტებული.

დღესვე აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის არმიას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის 31 ტანკს გადასცემს. მიწოდებას სავარაუდოდ რამდენიმე თვე დასჭირდება.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს დილით მან მოლაპარაკებები გამართა გერმანიის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იტალიის ხელმძღვანელებთან. ისინი კვლავაც გაერთიანებულნი არიან უკრაინის მხარდაჭერისთვის და თვლიან, რომ მას მეტი მძიმე იარაღი სჭირდება, რადგან ომი გრძელდება.

შეერთებული შტატები ასევე ამზადებს უკრაინულ ჯარებს ტანკების გამოსაყენებლად, რომლებსაც ნატოს ქვეყნები მიაწვდიან,– განაცხადა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიას დღევანდელი გადაწყვეტილების გამო, გაგზავნოს უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკები და სხვა ქვეყნებსაც მისცეს რეექსპორტის უფლება. ისინი, ბაიდენის თქმით, ახლა დაახლოებით, 50–ნი არიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირე ქვეყნების ძალისხმევა საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. მათი მიზანი მხოლოდ რუსული აგრესიის შეჩერებაა უკრაინაში და ამაში ისინი ურყევნი იქნებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S