Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი დღეს აჯამებს

უკრაინის გენშტაბი დღეს აჯამებს

25/01/2023 20:30:08 ევროპა

რუსეთის ჯარებმა ჩაატარეს წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ლიმანის და ავდეევსკას მიმართულებით - მტრის ყველა შეტევა მოიგერიებულია,– ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

გენშტაბის ცნობით, მტერი მრავალრიცხოვან ზარალს განიცდის, მაგრამ აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით. სხვა რაიონებში თავდაცვას ახოციელებს.

„ლიმანის მიმართულებით ცეცხლის ქვეშ მოექცა მაკეევკა, პლოშჩადკა, ჩერვონოპოპოვკა ​​და ნევსკოე ლუგანსკის რეგიონში, ასევე იამპოლოვკა დონეცკის რეგიონში. ავდიევკას მიმართულებით მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მოხვდა ავდიევკა, პერვომაისკოე, ნეველსკოე, კრასნოგოროვკა, მარინკა და ნოვომიხაილოვკა დონეცკის ოლქში“, - ნათქვამია საღამოს ანგარიშში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ჩვიდმეტი დასახლებული პუნქტი დაექვემდებარა რუსეთის დაბომბვას, მათ შორის, სპირნოიეს, ბახმუტის, სტუპოჩკის, ბელოგოროვკას, კრასნაია გორას, კლიშჩიევკას და კურდიუმოვკას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S