Accentnews.ge
რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე

26/01/2023 07:20:28 ევროპა

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებებია კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ვინიცის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელი ანდრი ერმაკი "ტელეგრამზე" წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო.

წუხელ რუსეთმა უკრაინზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ჩამოაგდეს 24 ირანული "კამიკაძე-დრონი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S