
ოლაფ შოლცი: „ეს სიგნალია ვლადიმირ პუტინისთვის, იმედი არ უნდა ჰქონდეს“
26/01/2023 08:29:07 ევროპა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ იშურებს რესურსებს და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის, მაგრამ მას არ უნდა ჰქონდეს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შესუსტებას,– ამის შესახებ მან გერმანული მაუწყებლის ZDF-ის ეთერში ისაუბრა.
შოლცმა უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების თაობაზე გადაწყვეტილებას პუტინისთვის ძალიან მკაფიო სიგნალი უწოდა.
"ეს ძალიან მკაფიო გზავნილია პუტინისთვის, რომ მისი იმპერიალისტური ომი არ იქნება წარმატებული, რადგან ჩვენ ერთად დავუჭერთ მხარს უკრაინას, თავს არ მივცემთ დაყოფის უფლებას, ამავდროულად, ვიზრუნებთ, რომ არ გავხდეთ ომის მხარე“,– თქვა გერმანიის კანცლერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და ნატო–ს შორის ომი არ უნდა დაიწყოს.
გადაწყვეტილების დაყოვნების თაობაზე კრიტიკის საპასუხოდ შოლცმა თქვა: „მკაფიოდ ვამბობ, სხვაგვარად მოქმედება უპასუხისმგებლობა იქნებოდა“.
მისი თქმით, „გერმანია არის ქვეყანა, რომელიც წინა პლანზეა [...] ასევე იარაღის რეალურ მიწოდებაში”.
„ლეოპარდის“ ტანკები ძალიან ეფექტურია", – თქვა შოლცმა და განაგრძო, თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ომი სწრაფად არ დასრულდება, რადგან პუტინი მზადაა, მიიღოს თავისი ჯარისკაცებსა და და აღჭურვილობას შორის წარმოუდგენლად მაღალი დანაკარგები.
თუმცა, შოლცის თქმით, „პუტინს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ უკრაინის მხარდაჭერა შემცირდება“.
25 იანვარს, დილით გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას „ლეოპარდ 2“–ებს გადასცემს. იმავე დღის საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემის შესახებ. მხოლოდ ამ ორი გადაწყვეტილებით, რომელიც ოფიციალურად უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 45-ე დაბადების დღეზე გახდა საჯარო, უკრაინის საბრძოლო არსენალს 45 ტანკი ემატება, ხოლო სხვა ქვეყნებთან ერთად მოელიან, რომ უკრაინა, პირველ ეტაპზე, 100-ზე მეტ ტანკს მიიღებს.