Accentnews.ge
გერმანული Patriot პოლონეთში ჩავიდა

გერმანული Patriot პოლონეთში ჩავიდა

26/01/2023 08:47:03 ევროპა

გერმანული საზენიტო–სარაკეტო სისტემა Patriot პოლონეთში ჩავიდა. ამის შესახებ ბუნდესვერმა ოფიციალურად განაცხადა.

როგორც შეტყობინებაშია აღნიშნული, ამ ნაბიჯით გერმანია აძლიერებს თავის წვლილს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებაში და ავლენს სოლიდარობას მოკავშირეებისადმი.

გერმანიის ქვედანაყოფის შემადგენლობაში 350-მდე ჯარისკაცია. საჭიროების შემთხვევაში, მისი რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს 650-მდე.

”მისიის ხანგრძლივობა მჭიდროდ იქნება კოორდინირებული ჩვენს მოკავშირე პოლონეთთან”, - ნათქვამია მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, გერმანია და პოლონეთი შეთანხმდნენ ქვეყანაში გერმანელი საზენიტო–სარაკეტო სისტემის განთავსებაზე. იგეგმები სამი კომპლექსის გადაცემა

მოგვიანებით გერმანიამდა აშშ დასთანხმდნენ მსგავსი სისტემების უკრაინისთვის გადაცემას. უკრაინელი სამხედროები შესაბამის წვრთნებს გადიან აშშ–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S