Accentnews.ge
„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ატარებს

„საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ატარებს

31/10/2019 06:37:28 სხვა, რეგიონები, რეკლამა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 7 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური არხი იწმინდება.    

სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც   280 ჰექტარი   სასოფლო-სამეურნეო მიწების  დაშრობას, უხვი ნალექის დროს ქობულეთის ეროვნული პარკისა და ქობულეთის  ნაწილის  დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს.  

პროექტი, რომლის ღირებულებაც 342 000 ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S