კინზინგერი – „ქართულ ოცნებას“: "იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“
26/01/2023 09:29:05 პოლიტიკა
საინტერესოა, ბოლოს როდის დაიბარეს რუსეთის ელჩი, ან თუნდაც დაგმეს რუსეთი? - ასე ეხმაურება ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს.
„ჰეი, „ქართულო ოცნებავ“, იცით ხომ, რომ რუსეთი აგებს ომს?“ - კითხულობს კინზინგერი.
მოგვიანებით კინზინგერმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა, რომ დროა, საქართველოს მომავალზე იფიქრონ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ გაიმარჯვებთ, თქვენ ერთმანეთში ერთი კაცის გამო იბრძვით. გაყოფილი სახლი ვერ დგას. დროა, ფოკუსირება მოახდინოთ საქართველოს მომავალზე“, - წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერში“.
ცნობისთვის: უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსულებელი საქართველოში ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც „ევროპეისკაია პრავდასთან“ ისაუბრა საქართველოდან უკრაინელი დევნილების შესაძლო ევაკუაციაზე.
იხილეთ ასევე: საქართველოს საგარეო უწყება დარსალიას და კასიანოვის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს
გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა საქართველოს ელჩი უკრაინაში.


