Accentnews.ge
გერმანიაში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის დეტალები ხდება ცნობილი

გერმანიაში, მატარებელში მომხდარი თავდასხმის დეტალები ხდება ცნობილი

26/01/2023 11:56:25 ევროპა

მედიის ცნობით, მამაკაცი, რომელიც კიელიდან ჰამბურგში მიმავალ მატარებელში დანით თავს დაესხა მოქალაქეებს და ორი ადამიანი მოკლა - წარმოშობით ღაზას სექტორიდანაა და 2014 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში.

Spiegel–ის ცნობით, თავდამსხმელი იბრაჰიმ ა. 33 წლისაა. ის გერმანიაში 2014 წელს ჩავიდა და 2016 წელს მიიღო დაცვა, მაგრამ შემდეგ ამ სტატუსის დაკარგვის რისკის ქვეშ აღმოჩნდა. მამაკაცს კანონთან დაკავშირებული პრობლემების 12 ეპიზოდი ჰქონდა, მათ შორის, სხეულის მძიმე დაზიანების, გაუპატიურების, საბანკო ბარათის თაღლითობის, მუქარის ბრალდებით. სავარაუდოდ, თავდასხმამდე ექვსი დღით ადრე გაათავისუფლეს საპატიმროდან მორიგი დაკავების შემდეგ.

დაღუპულების შესახებ ცნობილია, რომ 16 წლის გოგონა და 19 წლის ბიჭი კიელიდან იყვნენ და ერთმანეთს იცნობდნენ.

თავდასხმა 25 იანვარს მოხდა. გარდა ორი დაღუპულისა, დაჭრილია კიდევ შვილი ადამიანი. დაშავდა თავად თავდამსხმელიც, როდესაც შემთხვევის ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა მოახდინეს რეაგირება და შეეცადნენ მის შეჩერებას, რაც საბოლოო ჯამში, მოახერხეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S