Accentnews.ge
Lockheed Martin მზადაა, გაზარდოს F-16–ების წარმოება უკრაინაში ომის ფონზე

Lockheed Martin მზადაა, გაზარდოს F-16–ების წარმოება უკრაინაში ომის ფონზე

26/01/2023 12:51:56 ევროპა

F16 –ებისმწარმოებელი Lockheed Martin აცხადებს, რომ მზადაა, შეასრულოს შეკვეთა, თუ დასავლეთს სურს, უკრაინაში გაგზავნოს გამანადგურებლები,– ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში ამერიკული სამხედრო კომპანიის წარმომადგენელმა ფრენკ სენტ ჯონმა ისაუბრა.

ის არ ელის, რომ აშშ გადასცემს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავებს, შიშობენ რა, რომ ეს თვითმფრინავები შესაძლოა, გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებისთვის, საიდანაც იბომბება უკრაინის ტერიტორია და მარაგდება რუსული ძალები. თუმცა, მისივე თქმით, არაოფიციალური საუბრები მიმდინარეობს, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი დახმარების გაწევა.

როგორც ფრენკ სენტ ჯონმა აღნიშნა, Lockheed Martin არ მონაწილეობს ამ დისკუსიებში, მაგრამ გეგმავს, გაზარდოს თავისი წარმოებული თვითმფრინავების რაოდენობა, თუკი ნატოს ფარგლებში არსებულ შეთანხმებებში ცვლილებები იქნება.

პროცესზე დამკვირვებლების თქმით, უკრაინაში ტანკების გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რასაც წინ უძღოდა არც თუ ხანმოკლე დისკუსია, შეიძლება, ველოდოთ მსჯელობას გამანადგურებლებზე.

Financial Times აღნიშნავს, რომ F16–ების რეექსპორტი ვაშინგტონმა უნდა დაამტკიცოს. ერთ-ერთი შესაძლო სცენარი შეიძლება, იყოს საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა ალიანსის სხვა წევრების მიერ, მათ შორის ვარშავის ყოფილი შეთანხმების ქვეყნების, როგორც მათი საჰაერო ფლოტის მოდერნიზაციის ნაწილი. ამას ასევე დასჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება ვაშინგტონში.

Lockheed Martin F-16 თვითმფრინავი ემსახურება ნატოს რვა წევრ ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს.

როგორც Politico-ს დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, გამანადგურებლების ირგვლივ დისკუსია უკვე დაწყებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S