Accentnews.ge
ლავროვის ბრალდებებს "უსირცხვილო სიცრუე" უწოდეს პარიზში

ლავროვის ბრალდებებს "უსირცხვილო სიცრუე" უწოდეს პარიზში

26/01/2023 13:20:21 ევროპა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ენ-კლერ ლეჟანდრმა „სიცრუე“ უწოდა პარიზის მიმართ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბრალდებებს „აფრიკული ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის“ და „ტერორიზმის მხარდაჭერის“ შესახებ.

"ეს უსირცხვილო ტყუილია", - უპასუხა ლეჟანდრმა Anadolu-ს კითხვას.

მანამდე ლავროვ გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ „ბურკინა-ფასოდან ფრანგული ჯარების გაყვანის უკან რუსეთი დგას“.

„ეს არის შეკითხვა საგარეო პოლიტიკის პრინციპებზე: ჩვენ არ ვერევით [სხვა ქვეყნების] საშინაო საქმეებში და პრეზიდენტი მაკრონის განცხადება გულწრფელად ამბობს, რომ საფრანგეთი უშვებს და იყენებს ასეთ ჩარევას“, - ამტკიცებდა ლავროვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S