Accentnews.ge
ამერიკელი აუდიტორები უკრაინაში ჩავიდნენ სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის

ამერიკელი აუდიტორები უკრაინაში ჩავიდნენ სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის

27/01/2023 06:22:46 ევროპა

სამხედრო და საფინანსო დახმარების კონტროლისთვის უკრაინაში ამერიკელი აუდიტორები ჩავიდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა სენატში განაცხადა.

“ადმინისტრაცია მომავალშიც კონცენტრირებულია იმაზე, რომ არ დაუშვას დახმარებისა და იარაღის არამიზნობრივი გამოყენება. ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან, [საკონსულტაციო კომპანია] Deloitte-თან და აშშ-ის სამთავრობო აუდიტორების ჯგუფთან, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში კიევში იმყოფებიან”, - თქვა ნულანდმა.

ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა უკრაინის კორუფციასთან ბრძოლაში ბოლო მიღწევები და თქვა, რომ ქვეყანამ არა მხოლოდ ეს ომი უნდა გადაიტანოს, ის უფრო ძლიერი, დემოკრატიული და უფრო ევროპული გამოვიდეს იქიდან:

სწორედ ამისთვის იბრძვიან უკრაინელი პატრიოტები. ეს ასევე არის საკვანძო დახმარებაში, რომელსაც შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები აწვდიან. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება, კორუფციაში ეჭვმიტანილი ჩინოსნები გაათავისუფლოს და მათი გადადგომები მიიღოს, ამ საკითხში უკრაინის სიმტკიცის ძლიერი სიგნალია”.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მქონე რესპუბლიკელები აქტიურად ლობირებენ უკრაინისადმი გაწეულ სამხედრო და საფინანსო დახმარებაზე კონტროლის გაძლიერების იდეას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S