Accentnews.ge
ესტონეთმა გერმანიას სთხოვა თანხმობა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებაზე

ესტონეთმა გერმანიას სთხოვა თანხმობა უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებაზე

27/01/2023 06:32:36 ევროპა

ესტონეთმა გადაწყვიტა, უკრაინას ის კასეტური საბრძოლო მასალა გადასცეს, რომელიც ქვეყანამ მოითხოვა. თუმცა, ამისათვის გერმანიამ უნდა დაუშვას მათი რეექსპორტი. ტალინმა შესაბამისი თხოვნით ბერლინს უკვე მიმართა, - იუწყება უკრაინული მედია.

„ესტონეთმა გადაწყვიტა, უკრაინას მიაწოდოს 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალა. არ მიმაჩნია საჭიროდ ვისაუბრო ესტონეთისა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დადებული ხელშეკრულებების დეტალებზე, კერძოდ, საბრძოლო მასალის რაოდენობასა და დიაპაზონზე. უკრაინა კასეტური ბომბებით, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ახლა ომის ორივე მხარე იყენებს ასეთ საბრძოლო მასალას უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა.

აღნიშნულია, რომ ესტონეთის თავდაცვის ძალებს 1990-იანი წლებიდან აქვთ გერმანული წარმოების კასეტური საბრძოლო მასალები. თავად გერმანიამ უარი თქვა ასეთი ჭურვების წარმოებასა და გამოყენება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S