Accentnews.ge
ომის წლისთავისთვის ბაიდენი ევროპაში ვიზიტს განიხილავს — მედია

ომის წლისთავისთვის ბაიდენი ევროპაში ვიზიტს განიხილავს — მედია

27/01/2023 07:09:05 ევროპა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1 წლისთავზე, ევროპაში გამგზავრებას განიხილავს. ინფორმაციას ამერიკული NBC და CNN პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ის, რომ ვიზიტი შედგება, ოფიციალურად დადასტურებული ჯერ არ არის და დეტალები კვლავაც ზუსტდება. თუმცა, ოფიციალური პირის თქმით, განხილვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი გაჩერება პოლონეთია — ნატოს საკვანძო მოკავშირე.

პოლონეთი, სადაც ათასობით ამერიკელი სამხედროა განლაგებული, წარმოადგენს კერას, რომლის გავლითაც დასავლეთის მიერ გაცემული იარაღი უკრაინამდე აღწევს.

როგორც CNN წერს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უსაფრთხოების რისკების ფონზე, ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი უშუალოდ უკრაინაში ჩავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S