Accentnews.ge
ფრონტზე რუსული არმია მინიმუმ, ხუთ მობილურ კრემატორიუმს ამუშავებს - უკრაინის დაზვერვას

ფრონტზე რუსული არმია მინიმუმ, ხუთ მობილურ კრემატორიუმს ამუშავებს - უკრაინის დაზვერვას

27/01/2023 07:30:54 ევროპა

დაახლოებით ხუთი მობილური კრემატორიუმი მოქმედებს რუსული ჯარების წინა პოზიციებთან,– ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა.

მისი თქმით, რუსული არმია კრემაციას ახორციელებს დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის გარეშე.

”ამგვარად, რუსული სარდლობა მალავს პირადი შემადგენლობის უზარმაზარ დანაკარგებს და აგრძელებს დაღუპულთა ოჯახებისთვის რუსული პროპაგანდის მიერ რეკლამირებული შეღავათებისა და კომპენსაციების ჩამორთმევის ტრადიციულ რუსულ პრაქტიკას”, - თქვა მალიარმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების კომენტირებისას თქვა, რომ რუსული ძალები იქ წინ მიიწევენ, მაგრამ დიდ დანაკარგებს განიცდიან: „ეს უბრალოდ აღმაშფოთებელი რიცხვია. მათ ეს არ აინტერესებთ. ისინი არაფრად აგდებენ თავიანთ ხალხს“.

The New York Times-ის ცნობით, რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიის სოფელ ბაკინსკაიას სასაფლაოზე საფლავის რაოდენობა, რომელიც ეკუთვნის „ვაგნერს“,ბოლო ორი თვის განმავლობაში შვიდჯერ გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S