
სენაკში სქიტიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
27/01/2023 07:41:19 რეგიონები, რეკლამა
სენაკში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
"მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან და მერის მოადგილესთან, ლევან ელიავასთან ერთად გაეცნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 5 310 000 ლარი გამოიყო.
გარდა აღდგენითი სამუშაოებისა, რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისთვის, მთავრობის განკარგულებით, 1 470 000 ლარია გამოყოფილი"- ნათქვამია ინფორმავიაში.