Accentnews.ge
სტეფანო სანინო: "ვლადიმირ პუტინი „სპეციალური ოპერაციის“ კონცეფციიდან NATO-ს წინააღმდეგ ომის კონცეფციაზე გადავიდა"

სტეფანო სანინო: "ვლადიმირ პუტინი „სპეციალური ოპერაციის“ კონცეფციიდან NATO-ს წინააღმდეგ ომის კონცეფციაზე გადავიდა"

27/01/2023 08:46:34 ევროპა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი სტეფანო სანინო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „სპეციალური ოპერაციის“ კონცეფციიდან ნატო-სა და დასავლეთის წინააღმდეგ ომის კონცეფციაზე გადავიდა.

სანინო აცხადებს, რომ ევროკავშირს ომი არ გადაჰყავს სხვა ეტაპზე, არამედ „უბრალოდ იძლევა სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას და აძლევს უკრაინელებს უფლებას დაიცვან თავი ამ ბარბაროსული თავდასხმებისგან”.

„ვფიქრობ, რომ უკანასკნელი განვითარება შეიარაღების მიწოდების კუთხით არის მხოლოდ სიტუაციის ევოლუცია და ასევე იმის, თუ როგორ დაიწყო რუსეთმა ომის სხვა ეტაპზე გადატანა,” - აღნიშნა სანინომ და დასძინა, რომ რუსეთი ახორციელებს „განურჩეველ თავდასხმებს“ მშვიდობიან მოსახლეობასა და ქალაქებზე და არა სამხედრო ობიექტებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S