
ბრიტანულმა დაზვერვამ რუსული ძალები ტყუილში ამხილა
27/01/2023 08:59:43 ევროპა
ბრიტანული დაზვერვა მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვთან და დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან და ამ რაიონებში გაარღვიეს უკრაინის თავდაცვის ხაზი.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსული ქვედანაყოფები, როგორც ჩანს, აწარმოებდნენ ლოკალურ, საცდელ შეტევებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწიეს არსებით წარმატებას.
როგორც ბრიტანული დაზვერვა თავის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნავს, რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სამხედრო წყაროები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ, ამ გზით აჩვენონ, თითქოს რუსეთის ოპერაცია ძალას იკრებს.
მანამდე რუსულ სარდლობაში განაცხადეს, რომ რუსეთის ძალები უგლედარის შემოგარენს აკონტროლებენ და მიმდინარეობს ოპერაცია ქალაქის "გასაწმენდად".
მანამდე იგივე ცნობები გაავრცელეს ბახმუტთან მიმართულებით, სადაც რამდენიმე თვეა, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.