Accentnews.ge
რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებმა მძიმედ დაჭრილი ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილეს

რუსეთისა და უკრაინის ომბუდსმენებმა მძიმედ დაჭრილი ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილეს

27/01/2023 09:30:36 ევროპა

რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ განაცხადა, რომ უკრაინის სახალხო დამცველ დიმიტრი ლუბინეცთან დაჭრილების გაცვლის საკითხი განიხილა. ონლაინ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმაც.

მოსკალკოვას თქმით, მხარეები შეთანხმდნენ "დახმარონ რეპატრიაციას დაქვემდებარებულ მძიმედ დაჭრილი პირების სიების გაცვლაში", ასევე დაეხმარონ კომპეტენტურ ორგანოებს "დეპორტაციას დაქვემდებარებული მოქალაქეების დაბრუნებაში".

უკრაინულ მხარეს მოსკალკოვასა და ლუბინეცს შორის მოლაპარაკებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

26 იანვარს ლუბინეცმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ბოლო დროს "თავშეკავებული ოპტიმიზმი" გაუჩნდა უკრაინელი ტყვეების მიმართ მოსკოვის მოპყრობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოსკალკოვასთან მოლაპარაკება "რთულად მიმდინარეობს".

11 იანვარს უკრაინისა და რუსეთის ომბუდსმენებმა თურქეთში გამართეს პირისპირ შეხვედრა. შედეგების შესახებ მოსკალკოვამ Twitter-ზე დაწერა, რომ შეათანხმა 40 რუსი სამხედრო ტყვის გაცვლა, თუმცა 14 იანვარს Reuters-მა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაცვლა გაუქმდა რუსული მხარის ინიციატივით.

17 იანვარს თურქეთის ომბუდსმენმა შერეფ მალქოჩმა განაცხადა, რომ ანკარას შუამავლობით უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მსხვილი გაცვლები მზადდება. მისი თქმით, უკრაინულმა მხარემ 800 ტყვის სია წარადგინა, ხოლო რუსულმა - 200–ის. მოსკალკოვამ მაშინ უარყო შეთანხმება სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ.

თურქეთი ასევე გამოდის ინიციატივით, შექმნას ჰუმანიტარული დერეფანი სტამბოლის გავლით, რომელიც შეიძლება, გამოყენებულ იქნას დაჭრილი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების, განსაკუთრებით ბავშვების, ქალებისა და მოხუცების გადასაყვანად.

უკრაინაში სამხედროების უფლებების კომისარმა ალენა ვერბიცკაიამ თქვა, რომ 3300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ახლა რუსეთში ტყვეობაში იმყოფება.

დაკარგულად ითვლება 15 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან სამოქალაქო პირები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S