Accentnews.ge
პოლონეთის ელჩი: "ანაკლიის პორტი შესაძლოა, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე დიდი კარიბჭე გახდეს"

პოლონეთის ელჩი: "ანაკლიის პორტი შესაძლოა, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე დიდი კარიბჭე გახდეს"

17/02/2019 19:45:30 ეკონომიკა

საქართველოში პოლონეთის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. 

როგორც "აქცენტს" ელჩმა განუცხადა, პორტის მშენებლობის პარალელურად მნიშვნელოვანია, შეიქმნას მაღალი სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. 

"საქართველოს უკვე აქვს ბათუმისა და ფოთის პორტები, თუმცა მესამე ყველაზე დიდი კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის, შესაძლოა, სწორედ ანაკლიის პორტი იყოს. ვფიქრობ, ეკონომიკის ამ სფეროს განვითარება კარგი იდეაა, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თუმცა, ქართული ეკონომიკის გაძლიერებისთვის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან ერთად აუცილებელია, მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო სისტემა, მათ შორის – მაგისტრალები,  სარკინიგზო გზა" – განუცხადა ელჩმა "აქცენტს".  

მისივე თქმით, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი შავ ზღვაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S