Accentnews.ge
შოლცის პარტია ლეგიტიმურად მიიჩნევს გერმანული ტანკების დახმარებით ყირიმის გათავისუფლებას

შოლცის პარტია ლეგიტიმურად მიიჩნევს გერმანული ტანკების დახმარებით ყირიმის გათავისუფლებას

27/01/2023 13:14:02 ევროპა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ გენერალურმა მდივანმა კევინ კუჰნერტმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა გერმანულ იარაღს გამოიყენებს ყირიმის გასათავისუფლებლად, ეს სრულიად კანონიერი იქნება,– იუწყება გერმანული არხი n-tv.

კუჰნერტს არ სურს რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება ტერიტორიებთან მიმართებით, რომლებიც უკრაინამ შესაძლოა, გერმანული ტანკების დახმარებით გაათავისუფლოს, რადგან ქვეყანა საკუთარ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად იბრძვის.

„სწორედ ამაზეა საუბარი და უკრაინა მართალია“, - თქვა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმი, ისევე როგორც ანექსირებული ტერიტორიები სამხრეთსა და აღმოსავლეთში, უკრაინის სახელმწიფოს ეკუთვნის.

„ცხადია, პრეტენზია, რომ ეს მათია და კვლავ უნდა გააკონტროლონ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია“, - განაცხადა მან, თუმცა თქვა ისიც, რომ ამ დროისთვის ყირიმის სამხედრო გზით დაკავება შეუძლებელია.

გერმანიის სამხედრო დახმარების ხანგრძლივობის საკითხზე საუბრისას კუჰნერტი გერმანიის კანცლერს დაეყრდნო, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. "უკრაინა თავად განსაზღვრავს თავის სამხედრო მიზნებს და კითხვას, თუ როდის შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა", - თქვა კუჰნერტმა.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს გერმანიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის Leopard-2-ის მთავარი საბრძოლო ტანკების გადაცემის შესახებ და დაუშვას რეექსპორტი სხვა ქვეყნებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S