Accentnews.ge
ძლიერი აფეთქება პოლონეთში, ნანგრევების ქვეშ ხალხი მოყვა

ძლიერი აფეთქება პოლონეთში, ნანგრევების ქვეშ ხალხი მოყვა

27/01/2023 13:27:11 ევროპა

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 26 იანვარს, დილით, ძლიერი აფეთქება მოხდა სამსართულიან შენობაში. შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა, ნანგრევებიდან ხალხი ამოჰყავთ.

როგორც ადგილობრივი RMF24 იუწყება, აფეთქების ხმა დაახლოებით, დილის 08:30 საათზე გაიზმა სზოპენიცეს რაიონში. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება უნდა გამხდარიყო.

წინასწარი მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ რვა ადამიანი აღმოჩნდა. მათგან შვიდი, მათ შორის სამი ბავშვი, უკვე იპოვეს. ერთი ადამიანის ძებნა გრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნეძიელსკიმ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სულ შვიდი დაშავებულის შესახებ არის ცნობილი, რომლებიც ამოიყვანეს ნანგრევებიდან.

აფეთქების შედეგად მიმდებარედ არსებული შენობების მიზები ჩაიმსხვრა, თუმცა, როგორც მედია წერს, ვინაიდან სტუდენტებ არდადეგებიდან ჯერ არ დაბრუნებულან, იქ არავინ დაშავებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S