
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები მოამზადა
27/01/2023 13:58:12 ევროპა
ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები მოამზადა უკრაინის ომი რუსეთისთვის აღმოჩენილი დახმარების გამო. საბრძოლო მოქმედებებისას რუსმა სამხედროებმა ბელარუსიდან უკრაინაზე არაერთი შეტევა განახორციელეს.
როგორც Bloomberg წერს, სანქციები სხვადასხვა სექტორის, მათ შორის, ბელარუსითვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიებსა და ენერგეტიკულ ინდუსტრიას შეეხება. კერძოდ, ევროკავშირი კრძალავს ბელარუსში სამხედრო მიზნებით გამოსაყენებელი, ორმაგი დანიშნულების საქონლის და ტექნოლოგიების ექსპორტს. აკრძალვა ეხება ნავთობს, ქვანახშირს, ფოლადის პროდუქციას, ოქროს, ფუფუნების საგნებს და ინვესტიციებსაც.
ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ პროექტს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა სჭირდება. ასევე ცნობილია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტზეც მუშაობს, ისევე როგორც რუსული ნავთობპროდუქტებისთვის საფასო ჭერის დაწესებაზე. ახალი შემზღუდავი ზომების მიღება მომდევნო კვირებშია მოსალოდნელი.