Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან 3 500 პატიმარი გაიტაცა და მათ „ვაგნერის“ რიგებში გაწევრიანებას ცდილობს

რუსეთმა უკრაინული ციხეებიდან 3 500 პატიმარი გაიტაცა და მათ „ვაგნერის“ რიგებში გაწევრიანებას ცდილობს

27/01/2023 17:02:08 ევროპა

რუსებმა 3,5 ათასი პატიმარი, რომლებიც ზაპოროჟიესა და ხერსონის კოლონიებში იხდიდნენ სასჯელს, ყირიმში იძულებით გადაიყვანეს და ამჟამად მათ გადაბირებას ახორციელებს, რათა არაფორმალური რუსული დაჯგუფების „ვაგნერის“ რიგებში ჩაეწერონ,– იუწყება ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი.

„აქტიური კამპანიის მიუხედავად, უკრაინელი პატიმრების უმრავლესობა უარს ამბობს „ვაგნერელებთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე. შესაბამისად, რუსები მათთვის გაუსაძლის პირობებს ქმნიან,– ნათქვამია ანგარიშში.

ცენტრი აზუსტებს, რომ საუბარია მსჯავრდებულებზე, რომლებიც სისხლის სამართლის მუხლებით გაასამართლეს უკრაინაში და იმყოფებოდნენ ციხეებში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.

„ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში. ორგანიზაცია ეჭვმიტანილია უამრავ სამხედრო დანაშაულში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.

მას შემდეგ, რაც რუსულმა არმიამ რამდენიმე სამხედრო მარცხი განიცადა, „ვაგნერმა“ და მისმა დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაიწყეს რუსი პატიმრების თავიანთ რიგებში გაწვევა და ომში გაგზავნა. ხელშეკრულების პირობებით, მსჯავრდებულები, რომლებიც თანახმანი არიან, მონაწილეობა მიიღონ საომარ მოქმედებებში, უნდა დარჩნენ ფრონტის ხაზზე ექვსი თვის განმავლობაში, მათ ეკრძალებათ უკან დახევა და დანებება სიკვდილით დასჯის საფრთხის ქვეშ. ვინც ექვს თვეში ცოცხლობს, შეწყალებას ჰპირდებიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინის რეგიონებში – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 24 კოლონიის შექმნას აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S