Accentnews.ge
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

28/01/2023 19:15:54 სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მისი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

გამოძიების ვესიით, 22 იანვარს, ბათუმში ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S