Accentnews.ge
რა არის ცნობილი ბათუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე

რა არის ცნობილი ბათუმში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე

28/01/2023 19:23:58 სამართალი

ბათუმში ახალგაზრდა ქალის ხედარი იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოცემულ ეტაპზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

გამოძიების ამჟამინდელი ვერსიით, 26 იანვარს ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს. მომხდარი ძალადობის შემდგომ, დაზარალებული ქალი და ბრალდებული ერთად წავიდნენ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. 26 იანვარს, დილის საათებში, მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდგომ, ქალი ზემოთ ხსენებულ სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 27 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ახადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვალა და გამოძიება ამ ეტაპზე ძალადობისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს.

"აქტიურად მიმდინარეობს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S