
შოლცი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას კვლავ გამორიცხავს
29/01/2023 15:03:21 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას კვლავ გამორიცხავს. ამის შესახებ მან გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიამ უარი თქვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე, რათა "ფსონები არ გაიზარდოს" და ასევე " ბერლინს სურს თავიდან აიცილოს შესაძლო ესკალაცია ნატო–სა და რუსეთს შორის."
"თუ გერმანიაში კიდევ ერთი დებატები დაიწყება მას შემდეგ, რაც ახლახან იქნა მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისათვის Leopard 2 ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ, ეს არასერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს და შეარყევს მოქალაქეთა ნდობას მთავრობის გადაწყვეტილებების მიმართ", - განაცხადა შოლცმა.
მანამდე, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა განიხილავს F-16 ტიპის გამანდაგურებლების კიევისათვის გადაცემის საკითხს.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როსტისლავ კუჩერმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მზად, არის საბჭოთა მიგ-29 კლასის გამანადგურებლები გადასცეს უკრაინას და სხვა ქვეყნებსაც მისცემს ამის ნებას. 25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების საკითხის განხილვაზე გადასვლა.