
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
30/01/2023 06:37:58 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.
ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ – 3.68%, ნონა მამულაშვილმა – 3.33%.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.