Accentnews.ge
"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, ავსტრიელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობაა"

"საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, ავსტრიელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობაა"

30/01/2023 11:38:06 პოლიტიკა, ეკონომიკა

ავსტრიის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრიელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობაა. ამის შესახებ მან საქართველოში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ავსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია.

"არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა, მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა მოხდეს. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც ეკონომიკური ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე ვსაუბრობთ, მათ შორის როდესაც ენერგოგენერაციის მიმართულებაზე ვლაპარაკობთ, საქართველო ავსტრიული კომპანიებისთვის მართლაც საინტერესო პარტნიორია. არსებობს თანამშრომლობა „რაუფსა“ და „ჰელს ვოთერს“ შორის, რომელსაც ქვეყანაში ერთგვარი ნოუჰაუ შემოაქვს და ერთობლივად ვაღწევთ შთამბეჭდავ წარმატებას“, - განაცხადა ნეჰამერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S