
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
30/01/2023 12:26:54 რეგიონები, რეკლამა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სრულად განახლდება შენობის სახურავი, შეკეთდება შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დააზიანა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთასის მერია ავრცელებს.
"საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები ქუთაისის მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობა მათთვის არჩევს ბინებს, სადაც 12 ოჯახი იქამდე იცხოვრებს ,სანამ საცხოვრისის რეაბილიტაცია არ დასრულდება.
თითოეული ოჯახის ბინის ქირისთვის მერიამ 500 ლარი განსაზღვრა.
სოციალურ საცხოვრისში სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე ოჯახები თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნდებიან",- ნათქვამია ინფორმაციაში.