Accentnews.ge
 ინაშვილი - პეტრე ცაავაზე: “თავ-ყბას დავუნგრევთ, თუ ასე გააგრძელებს”

ინაშვილი - პეტრე ცაავაზე: “თავ-ყბას დავუნგრევთ, თუ ასე გააგრძელებს”

31/10/2019 13:07:29 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

"პატრიოტრთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში "ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფებს" ადანაშაულებს და ჭყონდიდის ყოფილ მეუფეს "თავ-ყბის დანგრევით" ემუქრება.  

"სააკაშვილისა და ბოკერიების ჯგუფების მიზანი არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება, ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე, ის პროცესი რაც მიდის ეკლესიის წიაღში სწორედ ფსევდო-ლიბერალებისგან არის ინსპირირებული, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ შეერთებულ შტატებშიც, ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან",- განაცხადა ირმა ინაშვილმა "რუსთავი  2"–თან საუბრისას.

ინაშვილის შეფასებით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო:

"მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს... ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა. 

როგორც საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე პეტრემ განაცხადა, "ერს ჰყავს პედარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის". 

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა მღვდემთავრობიდან განმაყენა“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მისი თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან ეკლესიაში მამათმავლები ამხილა. 

შეგახსენებთ, რომ სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა.

"აქცენტი" ემიჯნება მეუფე პეტრეს ჰომოფობიურ განცხადებას.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S