
სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი პირველ თებერვალს გაიმართება
30/01/2023 14:41:46 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი პირველ თებერვალს, 12:30 საათზე გაიმართება. ამის შესახებ მოსამართლე გიორგი არევაძემ საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასასრულს გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო.
პროცესზე გამოიკითხნენ დაცვის მხარის მოწმეები და ექსპერტები.