Accentnews.ge
გახარიამ და ერდოღანმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმსჯელეს

გახარიამ და ერდოღანმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იმსჯელეს

31/10/2019 12:57:05 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრისას შედგა შეთანხმება, რომ საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომა უახლოეს პერიოდში ანკარაში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახარიასა და ერდოღანს შორის პირისპირ შეხვედრისას განხილული იყო ენერგეტიკისა და ლოგისტიკურ სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობა, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე - ტურიზმისა და კულტურის სექტორში არსებული ერთობლივი პროექტები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რაშიც მნიშვნელოვანი როლი აკისრია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S