Accentnews.ge
კორშა-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

კორშა-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

31/01/2023 06:06:11 რეგიონები, რეკლამა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კორშა-ბისოს მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„თოვლისა და მოსალოდნელი ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ60 (ჟინვალი-კორშა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S