Accentnews.ge
მარტვილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

მარტვილში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

30/01/2023 17:41:54 რეგიონები, რეკლამა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

"დღეს, 30 იანვარს, დასახლებების საერთო კრებები ონოღიის, ბანძის, აბედათის, სერგიეთის და ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.

ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების, ხიდ-ბოგირების, წყალმომარაგებისა და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.

2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 30 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S