
ლატვიის პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის შესახებ კანონპროექტის სასწრაფოდ მიღება მოითხოვა
31/01/2023 12:14:22 ევროპა
ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა სამხედრო გაწვევის შესახებ კანონპროექტის სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან 31 იანვარს თავდაცვის მინისტრ ინარა მურნიეჩესთან შეხვედრაზე განაცხადა, - იუწყება ადგილობრივი გამოცემა Delfi.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში მიმდინარე საკითხებს და ლატვიის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მურნიესმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. ლევიტსი მიესალმა კანონპროექტის დაზუსტებას სეიმის იურიდიულ ბიუროსთან თანამშრომლობით და მოითხოვა მისი დაუყონებლივ მიღება.
„კანონის მიღება არ უნდა შეფერხდეს",– ხაზგასმით აღნიშნა მან.
ამჟამად პანონპროექტს სეიმში განიხილავენ. ზაფხულში პირველი სამხედრო გაწვევის ორგანიზება ნებაყოფლობით იგეგმება.
როგორც ცნობილია, დანია განიხილავს გაწვევის გაფართოებას, მათ შორის ქალებისთვის. სომხეთიც გეგმავს ქალებისთვის ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შემოღებას.