Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვის უფროსი: "რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს"

უკრაინის დაზვერვის უფროსი: "რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს"

31/01/2023 15:01:00 ევროპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი თვლის, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს მაშინაც კი, თუ უკრაინის ჯარები განაგრძობენ შეტევას და შევლენ ანექსირებულ ყირიმში,– ამის შესახებ ბუდანოვმა The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ყირიმზე კონტროლი მიმდინარე წლის ზაფხულისთვის აღადგინოს.

რუსი მაღალჩინოსნების აშკარა მინიშნებებს უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, ბუდანოვმა უწოდა "დაშინების ტაქტიკა".

„რუსეთი ის ქვეყანაა, რომლისგანაც ბევრ რამეს უნდა ელოდო, მაგრამ არა აშკარა იდიოტიზმს. უკაცრავად, მაგრამ ეს არ მოხდება: ბირთვული დარტყმა გამოიწვევს არა მხოლოდ რუსეთის სამხედრო დამარცხებას, არამედ მის დაშლას. და ეს მათ კარგად იციან“, - განაცხადა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მან არ ისაუბრა დეტალებზე, თუ როგორ შეძლებს უკრაინა რუსი სამხედროების გაყვანას ყირიმიდან, მაგრამ გამოთქვა რწმენა, რომ „ყირიმი დაგვიბრუნდება“.

უახლოეს მომავალში ფრონტზე მოვლენების შესაძლო განვითარებაზე საუბრისას ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსული ჯარების შეტევას ნაკლებად სავარაუდო თვლის. მისი აზრით, რუსი სამხედროები ძალისხმევას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებზე გაამახვილებენ. სწორედ იქ მიმდინარეობს ახლა მთავარი ბრძოლები.

ბუდანოვის თქმით, ახლა ფრონტზე 320 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია. დაახლოებით ამ რაოდენობის სამხედროს მოუყარა თავი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასული წლის შემოდგომაზე გამოცხადებული მობილიზაციის ფარგლებში. დაჯგუფებას, რომელმაც უკრაინაში შეჭრა გასული წლის თებერვალში დაიწყო, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები სამხედრო ჰყავდა.

დაზვერვის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მის უწყებას ჰყავს საკუთარი აგენტები რუსეთში. ესენი არიან, მისი თქმით, „ადამიანები, რომლებთანაც ადვილია მუშაობა და ვისაც ესმის, რომ ქვეყანა სხვანაირი უნდა იყოს“. ასეთი ადამიანები, ბუდანოვის თქმით, არიან რუსეთის ხელისუფლებაშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S