ხაბეიშვილი სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს
31/01/2023 15:54:44 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს ასაჯაროებს.
„გილოცავ ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობს, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს. გეხვევი“, - ვკითხულობთ წერილში, რომელიც ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა.
თავის მხრივ ხაბეიშვილი აღნიშნავს, რომ „მზად ვარ, მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის”.
ხაბეიშვილმა ენმ–ის თავმჯდომარეობისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა, რასაც წინ უძღოდა უმწვავესი ურთიერთბრალდებები.
იხილეთ ასევე: არჩევნები დასრულდა: რა რჩება ენმ–ის გამოწვევად


