Accentnews.ge
ჰაკერებმა პეტერბურგელებს ბუჩას შესახებ ცნობების მიღება აიძულეს

ჰაკერებმა პეტერბურგელებს ბუჩას შესახებ ცნობების მიღება აიძულეს

31/01/2023 16:45:20 ევროპა

სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმში, ჰაკერებმა ეკრანზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მოხდა რუსეთის მიერ კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩას ოკუპაციის დროს,– იუწყება "ფონტანკა".

გამოცემის ცნობით, შემთხვევა 29 იანვარს, შუადღისით მოხდა. შეტევის აღმოჩენის შემდეგ, ერმიტაჟის დაცვის თანამშრომლებმა ეკრანები გამორთეს. წინასწარი მონაცემებით, ელექტრონული დაფა დისტანციურად გატეხეს. რა სახის ინფორმაცია იყო ნაჩვენები ეკრანებზე, არ არის დაზუსტებული.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფისი სანქტ-პეტერბურგში წყვეტს, თუ როგორ უნდა შეაფასოს ეს ინციდენტი.

25 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გადაიცა რუსეთის რამდენიმე რეგიონში, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ჰაკერების თავდასხმით ახსნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინული არმიის ზეწოლით რუსულმა ძალებმა უკან დაიხილეს კიევის მისადგომებიდან გასული წლის მარტში, მსოფლიო შეზარა მათ შორის ბუჩას კადრებმა – ცხედრები ქალაქის ქუჩებში, სარდაფებში. ზოგიერთ მათგანს აღენიშნებოდა წამების კვალი, ხელები ჰქონდათ შეკრული. მრავალი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ცნობით, თებერვალ-მარტში რუსული ოკუპაციის დროს ბუჩაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. არსებობს მშვიდობიანი მოქალაქეების რუსი სამხედროების მიერ მკვლელობის დოკუმენტირებული შემთხვევები. მოსკოვი ამას უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S