Accentnews.ge
რუსი სამხედროების დედებმა და ცოლებმა პუტინთან იჩივლეს

რუსი სამხედროების დედებმა და ცოლებმა პუტინთან იჩივლეს

31/01/2023 17:14:44 მსოფლიო

რუსეთის პრიმორსკის ოლქის ქალაქ უსურიისკიდან უკრაინის ფრონტზე გაგზავნილების დედებმა და ცოლებმა ჩაწერეს ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის, რომელშიც ჩივიან მათი ნათესავებისთვის შექმნილი პირობების გამო. მიმართვის ავტორია ათი ქალია.

მათი თქმით, ჯარისკაცებს გაუჩნდათ ტილები და მუნის ტკიპა, ხოლო ტანსაცმელი გამოუსადეგარია და არც ახალს ურიგებენ.

ქალები ამბობენ, რომ 394-ე და 143-ე პოლკების მობილიზებულთა ნათესავ ქალებს ადგილზე არავინ უსმენს, ხოლო გუბერნატორის ტელეგრამის არხზე დაბლოკეს.

ქალები პუტინს აღნიშნავენ, რომ მათი ახლობლები ფრონტის წინა ხაზზე ოქტომბრის შემდეგ არიან და იქ შეუცვლელად რჩებიან, რომ მათ არ აქვთ საშუალება, დაიცვან პირადი ჰიგიენა და ამიტომაც გაუჩნდათ ტილები და მუნი, არ აქვთ სათანადო სამედიცინო მომსახურება, გაუმწვავდათ ქრონიკული დაავადებები, სამხედრო აღჭურვილობა მწყობრიდან გამოვიდა და ახალს არ აძლევენ.

ქალები პუტინს მიმართავენ თხოვნით, გაგზავნონ ფრონტზე მობილიზებულების შემცვლელები.

პორტალი Newsbox24.tv, რომელზეც გამოქვეყნდა მიმართვა, აღნიშნავს, რომ მობილიზებულების ოჯახის წევრები დახმარების სახით 190 ათას მანეთს იღებენ, მაგრამ ამ თანხის დიდი ნაწილი ფრონტზე მათი ქმრების შენახვას ხმარდება, რადგან ისინი ფაქტობრივად თვითმომარაგებაზე არიან.

24 იანვარსაც გამოქვეყნდა ნოვოსიბირსკის დაშლილი პოლკიდან სამხედროების ვიდეომიმართვა, რომელშიც ისინი შინ დაბრუნებას ითხოვენ.

გასული წლის სექტემბერის შემდეგ მობილიზებულების ასეთი ვიდეომიმართვები ხშირად ქვეყნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S