Accentnews.ge
საფრანგეთი უკრაინას კიდევ 12 Caesar–ს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას კიდევ 12 Caesar–ს გადასცემს

31/01/2023 17:57:53 ევროპა

თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინაში კიდევ 12 Caesar-ის ჰაუბიცას და ახალ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას გაგზავნის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.

საარტილერიო სისტემა, რომელიც უკვე მიწოდებულ 18-ს დაემატება, დაფინანსდება საფრანგეთის მიერ კიევისთვის შექმნილი 200 მილიონი ევროს ფონდიდან, – განაცხადა ლეკორნუმ პარიზში თავის უკრაინელ კოლეგა ალექსეი რეზნიკოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე .

ლეკორნუმ თქვა, რომ ჰაუბიცების ახალი პარტია უახლოეს კვირებში ჩავა უკრაინაში.

დანია ასევე დაჰპირდა უკრაინელ სამხედროებს თავის ფრანგული წარმოების 19 ჰაუბიცას. პარიზი ასევე გადასცემს კიევს Ground Master–ის 200 რადარს, რომელსაც შეუძლია აღმოაჩინოს მტრის თვითმფრინავი 250 კმ-მდე მანძილზე, მათ შორის დაბალ სიმაღლეზე მფრინავი. რადარს ასევე შეუძლია, აღმოაჩინოს მოახლოებული რაკეტები ან საარტილერიო ცეცხლი. საფრანგეთი ასევე მუშაობს "მოკავშირეებთან", რათა კიდევ უფრო მეტი რაკეტები მიაწოდოს მისი Crotale–ს სახმელეთო თავდაცვის სისტემისთვის, – თქვა ლეკორნუმ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, საფრანგეთმა, სხვა სახის დახმარებასთან ერთად, უკრაინას მიაწოდა Caesar–ის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოწინააღმდეგეს დაარტყან ფრონტის ხაზიდან 20 კმ ან მეტ მანძილზე მაღალი სიზუსტით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S