Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი გეგმავს, აბრამოვიჩის ფული უკრაინის დასახმარებლად გადარიცხოს

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, აბრამოვიჩის ფული უკრაინის დასახმარებლად გადარიცხოს

31/01/2023 20:14:09 ევროპა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის 2,3 მილიარდი ფუნტი, რომელიც მან ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ გაყიდვიდან მიიღო,უკრაინის ომის მსხვერპლთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხოს, –იუწყება The Telegraph სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ხელისუფლება ელოდება ევროკავშირის თანხმობას, ვინაიდან აბრამოვიჩი ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას შესაძლოა, რამდენიმე კვირა დასჭირდეს.

მედია აღნიშნავს, რომ ფონდის შექმნის იდეა, რომლისთვისაც ფულის გადარიცხვა იგეგმება, თავად აბრამოვიჩს ეკუთვნოდა. ეს იდეა გაჩნდა, როდესაც მილიარდერს სანქციები დაემუქრა გასული წლის მარტის დასაწყისში უკრაინაში ომის გამო.

„ჩელსის“ გაყიდვის გარიგება გასული წლის დასაწყისში გამოცხადდა და მაისის ბოლოს დასრულდა. კლუბი 4,25 მილიარდ ფუნტად იყიდა კონსორციუმმა, რომელსაც ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოლი ხელმძღვანელობდა. გაყიდვიდან მიღებული თანხები ირიცხებოდა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, სადაც სანქციების გამო გაიყინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S