
ბრიტანეთი აბრამოვიჩის ფულის უკრაინისთვის გადაცემას გეგმავს
01/02/2023 05:57:03 ევროპა
დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, მილიარდერ აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგი უკრაინის ომის მსხვერპლთა დახმარების ფონდს გადასცეს, - იუწყება The Telegraph საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ცნობით, მთავრობა ელის ევროკავშირის თანხობას, ვინაიდან აბრამოვიჩი ამ უკანასკნელის სანქციების ქვეშ იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ფონდის ჩამოყალიბების იდეა თავად აბრამოვიჩს ეკუთვნოდა. მილიარდერმა იგი მას შემდეგ გააჟღერა, რაც გასული წლის მარტის დასაწყისში სანქციები შეეხო.
ცნობისთვის: ლონდონური "ჩელსი" გასული წლის მაისის ბოლოს 4,25 მლრდ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. მიღებული თანხა ჩაირიცხა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე და შემდგოში იქვე "გაიყინა".