Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი: "მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ"

მიხეილ სააკაშვილი: "მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა, მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ"

01/02/2023 09:10:44 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ესწრება.

მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს.

"მე საქართველოს მივეცი ჩემი ცოდნა. ახლა მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ეს არის ადეკვატური მკურნალობა. თუ საჭიროა სიცოცხლესაც მივცემ. ჩემი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუარესებული", – განაცხადა სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს უკრაინულ ენაზეც მიმართავს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

სხდომას ესწრებიან მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები. პროცესზე იმყოფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S